1. გაუშვით SQL სერვერი შექმენით მონაცემთა ბაზა EntityFrameworkIsSimple
2. გაუშვით Visual Studio 2015
3. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ Server Explorer
4. დაამყარეთ ახალი კავშირი მონაცემთა ბაზასთან EntityFrameworkIsSimple
5. შექმენით ახალი კონსოლის აპლიკაცია და იმასაც დაარქვით EntityFrameworkIsSimple
6. მარჯვენა ღილაკით დამატეთ პროექტში ADO.NET Entity Data Model
7. შემდეგ გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ Empty Model
8. დააწკაპუნეთ გახსნილი ფაილის Entity Data Model ცარილე ადგილას და აირჩიეთ Add > Entity
9. დაარქვით სახელი Person და დააწკაპუნეთ OK (ამის შემდეგ ახალი Entity შეიქმნება)
10. დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკი Navigation Properties და აირჩიეთ Add New > Scalar Property
11. დაარქვით მას FirstName
12. იგივე გაიმეორეთ LastName _ზე
13. შექმენით ახალი entity და დაარქვით მას Book
14. ამ entity _ სთვის შექმენით Properties _ი Title
15. დააწკაპუნეთ მარკვენა ღილაკი Person და აირჩიეთ Add New -> Association
16. გამოსულ დიალოგში Person ველის Multiplicity მნიშვნელობა შეცვალეთ * (Many) (ერთი პიროვნება შეიძლება იყოს რამოდენიმე წიგნის ავტორი და ერთ წიგნს შეიძლება ყავდეს რამოდენიმე ავტორი)
17. შეცვალეთ ასევე Book _ის Navigation Property მნიშვნელობა Authors _ით
18. დიაგრამის ცარიელ ადგილას დააწკაუნეთ მაუსის მარჯვენა ღილაკი და გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ Generate Database from Model
19. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ დასაწყისში უკვე გვაქვს შექმნილი Connetion სტრიქონი მისი შექმნა ახლიდან აღარ არის საჭირო მონიშნეთ იგი და დააჭირეთ ღილაკს Next აირჩეით EntityFramewor_კის ვერსია და როდესაც გადახვალთ DDL ფანჯარასთან დააჭირეთ ღილაკს Finish.
20. T-SQL რომელიც გამოჩნდება დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკი და აირჩიეთ Execute
21. გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ თქვენი მონაცემთა ბაზის პარამეტრები და დააჭირეთ Connect
ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ, მოდელს, კოდს და მონაცემთა ბაზებს. ასევე დაკავშირების სტრიქნს App.Config ფაილში.
იქიდან გამომდინარე რომ მუშაობდა კოდის გენერატორი კარგი იქნება თუ შეუცვლით დაგენერირებულ პარამეტრებს მნიშვნელობებს, დავაწკაპუნოთ მარჯვენა ღილაკი დიაგრამის ცარიელ ადგილას და ავირჩიოთ Property ამის შემდეგ მოვძებნოთ Entity Container Name და გადავარქვათ სახელი SimpleModel
მოდი შევამოწმოთ პროგრამის მუშაობა!
გახსენით ფაილი Program.cs და მის Main ფუნქციაში ჩაწერეთ კოდი
//მარტივი მონაცემების შექმნა და ჩაწერა
using (var context = new SimpleModel())
{
var person1 = new Person() { FirstName = “Giorgi”, LastName = “Siradze” };
var person2 = new Person() { FirstName = “Naira”, LastName = “Giunteri” };
var person3 = new Person() { FirstName = “Dali”, LastName = “Nanadze” };
var book = new Book() { Title = “გავიცნოთ Entity Framework” };
book.Authors.Add(person1);
book.Authors.Add(person2);
book.Authors.Add(person3);
context.People.Add(person1);
context.People.Add(person2);
context.People.Add(person3);
context.Books.Add(book);
context.SaveChanges();
}
// linq ბრძანაბები
using (var context = new SimpleModel())
{
var book = context.Books.Include(“Authors”).First();
Console.Out.WriteLine(“The authors ‘{0}’ are:”, book.Title);
foreach (Person author in book.Authors)
{
Console.Out.WriteLine(” – {0} {1}”, author.FirstName, author.LastName);
}
}
Console.Read();
გაუშვით პროგრამა შესრულებაზე. როგორც ხედავთ entity framework _ის გამოყენებით მარტივად შევქმენით სისტემა რომელიც ასრულებს საკმაოდ რთულ ოპერაციებს რამოდენიმე სტრიქონების კოდის გამოყენებით. ჩვენ ვიცით რომ რეალურ ცხოვრებაში ბევრად რთული ამოცანები გვაქვს გადასაწყვეტი და entity framework ყველა ამ სირთულეებს მარტივად ართმევს თავს.

